სააკაშვილი: მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა

“მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი”, – ასე ეხმიანება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს, რომ ეს ყველაფერი სანქციების მუქარის ქვეშ მყოფი ივანიშვილის “იაფფასიანი ტრიუკია”.

“დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფასიანი ტრიუკი პროკურატურის განცხადების მეშვეობით. მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!

თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის 100 წელი – ზუგდიდში გამართულ გამოფენას დავით ფაცაცია დაესწრო
შემდეგი სტატიაბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ