ოკუპაციის 100 წელი – ზუგდიდში გამართულ გამოფენას დავით ფაცაცია დაესწრო

საქართველოს ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი”, “აფხაზეთი დღეს”, “მუჰაჯირობა”, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.

ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია, ასევე მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.გამოფენის დასასრულს, ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ივანიშვილმა ჩაისვარა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა