,, ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე – მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად”

ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

”მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან. ისინი ამ წუთებში კიევში, ევროპის მოედნიდან რადას შენობისკენ დაიძრნენ. როგორც ცნობილია, მომხრეებმა სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.

ამის შემდეგ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ გადაინაცვლონ რადას შენობასთან და მოითხოვონ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, რადა-ს შენობისკენ მიემართება
შემდეგი სტატიაროგორ გაათავისუფლეს მხარდამჭერებმა სააკაშვილი (ვიდეო)