სააკაშვილი – მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში

“დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა”.

ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ვფიქრობთ, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს
შემდეგი სტატიაადვოკატი – მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია