სააკაშვილი : ხელისუფლება კორონოვირუსთან დაკავშირებით მონაცემებს აყალბებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა საქართველოს მისამართით და ეს საქართველოს ხელისუფლების ხცელშეწყობით მოხდა. მისივე თქმით, ივანიშვილს აწყობს კორონავირუსი, რადგან ჰგონია, რომ ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე.

“მთელ მსოფლიოში, კოვიდინფექციის გამო, რუსეთი გაწითლებული იყო, ამათ კი ბათუმში ჩამოიყვანეს, პირდაპირი კოვიდაგრესია გამოიჩინა რუსეთმა, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით. ახლა ამბობენ, და ხალხს აბრალებენ, რომ პირბადეებს არ ატარებდნენ და ამის ბრალია ეს აფეთქება? მართლა? რა შუაშია ხალხი? თქვენი ბრალია ყველაფერი, თქვენ შემოიყვანეთ რუსეთიდან თქვენი ახლობლები და ნაცნობები, შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო’, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების ვერტიკალის წევრებს.

მისივე თქმით, კოვიდზე სპეციალისტების გადამზადებას მინიმუმ, 5-6 თვე სჭირდება.

“მართალია, საქართველოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნიუ-იორკიდან და სხვა პრესტიჟული კლინიკებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, მაგრამ გადამზადებაა საჭირო სტუდენტების, ექთნების, რადგან კოვიდით დაავადებულს სჭირდება სპეციფიკური მოვლა: დღეში სამჯერ მუცელზე უნდა დააწვინო, მერე გადმოატრიალო და ასე შემდეგ? ამათ რა ქნეს? შემოიყვანეს ბათუმში ტურისტები რუსეთიდან, მერე სხვა ქვეყნებიდანაც და დაიწყეს დაავადების გავრცელება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა
შემდეგი სტატია„ქართულმა მარშმა” გლდანში გამართულ აქციაზე ნიკა მელიას პლაკატი დაწვა