ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა კვლევა ჩატარდა

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმაარა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედმთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთამდგომარეობა შეისწავლეს. ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიულიკვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა ირინა დანელიამ პროექტისკვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

როგორც ირინა დანელიამ განაცხადა, ჩატარდა, როგორცფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები,რომლებმაც გამოავლინა წიწვონების ეპიფიტოტია და ოცზე მეტიპათოგენური სოკოს გვარი.

„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცაწინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიცძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული.

სხვა წიწვოვნებშიდა ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლებიგამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროსპათოგენი ნემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილისკვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად.

გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის,მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერიალერგენები არიან“, – განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევებისჯგუფის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტშიგადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას დარეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო – განსხვავებულთა ერთობა -“ლელომ” ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს თავის ხედვა წარუდგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილი : ხელისუფლება კორონოვირუსთან დაკავშირებით მონაცემებს აყალბებს