სააკაშვილი ივანიშვილის წერილზე: შემთხვევით ეშმაკი სოლოლაკის მთაზე ხომ არაა წამოსკუპებული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეშმაკს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილი მიცვალებულებით სპეკულირებს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ღია წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელდა, მისი დაწერილი არაა.

„ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს. ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს – აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ?! შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში ყველა ბიზნესი ხელში, გახდა საქართველოს პრაქტიკულად მთავარი მევახშე, ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? რა ქვია იმ არსებას, ვინც რომან შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს როცა აფხაზეთში ხალხს გვიხოცავენ, ვინც ციხეში ჩასვა 2008 წლის ომის გმირები ფარული ჩანაწერების ჩადებით. ბოლოს და ბოლოს ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს? შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ხალხს ზემოდან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც “ფეიბუქის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია ხორციელდება
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას