სააკაშვილი – ივანიშვილის მიზანი ქვეყნის ჭაობად გადაქცევაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო მასალებს გამოეხმაურა. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტირება, სწორედ ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.

“ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის – ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის, განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით, და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესია და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.

ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდემომიმართვაში აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიზანი ქვეყნის ჭაობად გადაქცევაა. გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა
შემდეგი სტატიადღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება