გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა.

ინფორმაციას ახალგაზრდული გაერთიანება “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან” ავრცელებს:

“დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომესაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა.

დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

წინა სტატიაშიწერეთელი – ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ივანიშვილის მიზანი ქვეყნის ჭაობად გადაქცევაა