სააკაშვილი ინსპექტორს: გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ჩემი სადამსჯელო ოპერაციის მასალები

“მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა”-წერს საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში„ერთადერთი რამ, რაც საქართველოს პრაგმატულად სჭირდება, არის უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ მუშაობის იმიტაციის საშუალება“ – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა კრემლისთვის კატასტროფული იქნება და შეიძლება ეს რუსეთისთვის “ახალი ჩეჩნეთი” გახდეს