„ერთადერთი რამ, რაც საქართველოს პრაგმატულად სჭირდება, არის უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ მუშაობის იმიტაციის საშუალება“ – გიორგი კანდელაკი

„აქ საუბარია თუ პრაგმატულად რა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, ეს არის რომ ახლა ჩვენი საკითხი, ჩვენი დეოკუპაციის საკითხი იყოს მაღალ დონეზე დასმული დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე ჩვენს ღონისძიებაზე ამ თემის შესახებ, რომელიც გაიმართება რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან, ოთხშაბათს, საღამოს 10:00 საათზე. დღეს ვითარება უკრაინის ირგვლივ არის იმდენად სერიოზული და მძიმე, რომ ერთადერთი რამ რაც სჭირდება საქართველოს პრაგმატულად, საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს არის მხოლოდ უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გულისხმობს პირველ რიგში პრემიერმინისტრის ჩასვლას კიევში, მაგრამ ასევე მოქმედებას, როგორც ვთქვი უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე უკრაინასთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე, იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღლი დონის პოლიტიკური დონის დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ის რეზოლუციის იდეა, რომელიც წამოაყენა საპარლამენტო ოპოზიციამ და ახლა არც ვეხები პარლამენტის ლეგიტიმურობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი. საქართველოს სჭირდება მხოლოდ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება. არ უნდა მივცეთ საშუალება ოცნებას, რომ მოახდინოს მუშაობის იმიტაცია, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია წარსულში. ასევე აქ არ არის საუბარი მხოლოდ მორალზე, იმაზე რომ თუნდაც 1993 წელს უკრაინელ პილოტებს გამოჰყავდათ დევნილები აფხაზეთიდან. აქ საუბარი არ არის არც იმაზე, რომ მაგალითად 2008 წელს რაოდენ დიდი როლი შეასრულა უკრაინამ საქართველოს მხარდასაჭერად ყურადღების მობილიზებაში, როცა პრეზიდენტი იუშენკო იდგა რუსთაველის გამზირზე რუსეთის აგრესიის განხორციელებისას. აქ საუბარია თუ პრაგმატულად რა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, ეს არის რომ ახლა ჩვენი საკითხი, ჩვენი დეოკუპაციის საკითხი იყოს მაღალ დონეზე დასმული დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ბოლოს, როგორ აღვნიშნე, ოთხშაბათს, საღამოს 10 საათზე, რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება „ევროპული საქართველოს“ ღონისძიება.“ – განაცხადა კანდელაკმა

banner
წინა სტატიაშირეფორმების ჯგუფის დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოაცხადეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი ინსპექტორს: გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ჩემი სადამსჯელო ოპერაციის მასალები