ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა კრემლისთვის კატასტროფული იქნება და შეიძლება ეს რუსეთისთვის “ახალი ჩეჩნეთი” გახდეს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა კრემლისთვის კატასტროფული იქნება და შეიძლება ეს რუსეთისთვის “ახალი ჩეჩნეთი” გახდეს.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა დაზვერვის ინფორმაციას უკრაინის საზღვრებთან რუსული საბრძოლო ჯგუფების განლაგების შესახებ.

“დაზვერვის ინფორმაცია ცხადია, რომ უკრაინის საზღვრებთან 60 რუსული საბრძოლო ჯგუფია. ელვისებური ომის გეგმას, რომლითაც შეიძლება კიევი აიღონ, ყველა ხედავს. კრემლს ცხადად უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს იქნება უბედურების მომტანი ნაბიჯი”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

ჯონსონმა ასევე ახსენა ბრიტანეთის წამყვანი როლი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბრიტანეთი ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებს კონსულტაციებს საკუთარ პარტნიორებთან. ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოსკოვს დაანახონ, რომ უკრაინაზე თავდასხმა კატასტროფულ შედეგებს მოუტანთ და შესაძლოა ეს მათთვის ახალი ჩეჩნეთის ომი გახდეს.

“ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ”, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ინსპექტორს: გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ჩემი სადამსჯელო ოპერაციის მასალები
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა