სააკაშვილი: “ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე”

“ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძეზე თავდამსხმელ გიგა ომანიძეზე Facebook-ზე წერს.

აი, ასეთების იმედზე არიან დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიმტაცებლები და უზურპატორები – ამათ გარდა, პრაქტიკულად მათ არავინ არ დარჩათ, ეს ნარკომანი არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე. მათ სურთ, რომ ყველა ნორმალურმა დატოვოს საქართველო და მხოლოდ ასეთები დარჩნენ, ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვილია – ვერ ეღირსება! ყველაფერი, სულ მალე შემოტრიალდება.

საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა მოახერხოს დაორგანიზება და საკუთარი თავის დაცვა მოძალდეებისგან, კრიმინალებისგან, ყაჩაღებისგან – სხვანაირად, არაფერი არ გამოგვივა იმ პირობებში, როცა პოლიცია და სახელმწიფო აპარატი ხალხს, აღარ იცავს, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის წევრი ჟურნალისტებს სატელევიზიო კომენტარს აძლევდა.

banner
წინა სტატიაშიამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად
შემდეგი სტატიასამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს-სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს