ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად

გახარია მელია

არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენი მახსენებს მე. ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

„საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი? მე მგონი, საზოგადოებას უნდა მივანდოთ ამის გადაწყვეტა. სხვაგვარად ჩემთვის ბატონი გახარია სამიზნეს არ წარმოადგენს.

როგორც ჩანს, მისთვის მე და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა წარმოვადგენთ სამიზნეს. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, თუ მას შესწევს შესაბამისი უნარი, რომ მილიონ-ნახევრიან ქალაქში კენჭი იყაროს, დადგეს კანდიდატად. ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, არამედ საქმით დაამტკიცოს და საზოგადოებაც დაარწმუნებს, რომ ის არის მართალი თავის შეფასებებში და მე ვარ მტყუანი.

ამიტომ, ვფიქრობ, ბატონ გახარიას მსგავსი განცხადებების კეთებას ურჩევნია, გაბედოს და კენჭი იყაროს. მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ქართულმა ოცნებამ“, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი“.

banner
წინა სტატიაშიმასობრივად გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: “ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე”