სააკაშვილი – დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას… ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხესთან დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

“მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.

ერთადერთი, მსურს, ემიგრანტებს მოვუწოდო, აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს”, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა
შემდეგი სტატიარუსთავის ციხის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს