რუსთავის ციხის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართალდამცველები ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.

პოლიციის მობილიზება სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება. მოქალაქეები ციხესთან დღეს 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას… ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს
შემდეგი სტატიაანა ნადარეიშვილი – ახლა თუ დავთმობთ მიშას, ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი