კახა კალაძე: ნიკა მელიას პირველ ტურში რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა? საარჩევნო პროგრამაც არ ჰქონდა

თეორიულად ვთქვათ, პირველ ტურში ნიკა მელიას რომ გაემარჯვა , რა უნდა გაეკეთებინა? ადამიანს მთელი კამპანიის განმავლობაში ერთი სიტყვა არ დასცდენია თბილისზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები არასერიოზულია.

„ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა არ გააჩნდა. მეორე ტურის დროს რამდენიმე დაპირება გააჟღერა, ისიც არასერიოზული. 100 სტუდენტს ჰპირდება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. ამ დროს განათლების სამინისტრო ყოველწლიურად 900-ზე მეტ სტუდენტს უცხოეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2014 წლიდან მუშაობს ეს პროგრამა და ის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელდა. ნიკა მელია კი სასწავლებლად ცხრაჯერ ნაკლები სტუდენტის გაშვებას აპირებს. რაც შეეხება პენსიებს, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ამ დაპირებებშიც ჩანს, მოუმზადებლები არიან. არ იციან, რა სჭირდება მუნიციპალიტეტს. ამიტომ ვამბობდი, ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც დეტალურად საუბრობდა, ამ ქალაქის განვითარებისთვის რა უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება