სააკაშვილი ბაქრაძის იდეას „დიდი პოლიტიკური შერიგების“ თაობაზე მხარს უჭერს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძის იდეას „დიდი პოლიტიკური შერიგების“ თაობაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„დავით ბაქრაძის ინიციატივას მხარს ვუჭერ დიდი პოლიტიკური შერიგების შესახებ. ყოჩაღ ბაქრაძეს! ძალიან საინტერესო ინიციატივაა და ემთხვევა იმას, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ასევე ისაუბრა საკუთარ განწყობებზეც და თქვა, რომ გარკვეული პერიოდი მას პესიმიზმისა და ყოყმანის ჰქონდა, მაგრამ ამ არჩევნებმა მას სტიმული დაუბრუნა.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს ივანიშვილს მარცხის აღიარება მოუწევს.

banner
წინა სტატიაში,,ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია”
შემდეგი სტატიაშსს-სთან მიმდინარე აქციაზე სპორტსმენების დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება