შსს-სთან მიმდინარე აქციაზე სპორტსმენების დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სპორტსმენების ახლობლები მონაწილეობენ. აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ში შესული სპორტსმენები დაკავებულები არიან, რამაც აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოიწვია.

მათი განცხადებით, სპორტსმენები არიან უდანაშაულოები და მათ მაგივრად შსს-ში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უნდა იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ”გამოუშვით!”, ”ძირს ”ნაციონაური მოძრაობა!”, ”გაუმარჯოს სპორტსმენებს!”.

ადგილზე უსაფრთხოების მიზინთ, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. ჯერჯერობით სპორტსმენების დაკავებასთან დაკავშრებით ოფიციალური ინფორაცია შსს-ს არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ბაქრაძის იდეას „დიდი პოლიტიკური შერიგების“ თაობაზე მხარს უჭერს
შემდეგი სტატია,,შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა”