სააკაშვილი: არ შევეხებით და წავახალისებთ ყველას, ვინც მოყვება როგორ ხდებოდა გაყალბება

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook მიმართვაში ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც მოყვება, თუ როგორ ყალბდებოდა 2020 წლის არჩევნები, მიეცემა სრული ხელშეუხებლობის გარანტია და მეტიც, იქნება წახალისებული “საქართველოს გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლებების” მიერ.

“მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება!

ყველა, ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ და შემდეგი ხელისუფლებების მიერ… ამაში ვარ დარწმუნებული!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს სამართალდამცავები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს