გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს სამართალდამცავები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ

“გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” აქტივისტები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და მათ ბიზნესცენტრთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ. აქტივისტები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

მათივე განცხადებით, მათი პროტესტის მიზანია სამართლიანი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მიზანია, ძალაუფლება გადააბაროს უტას, ბერას, პინგვინს და ზებრას – გიორგი კაპანაძე
შემდეგი სტატიასააკაშვილი: არ შევეხებით და წავახალისებთ ყველას, ვინც მოყვება როგორ ხდებოდა გაყალბება