სააკაშვილი ანანიაშვილზე: პირადი არჩევანია, მაგრამ გამართლება არ აქვს

“სოხუმი ჩემთვის არის სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანუკვარი ნაწილი, სოხუმი არის ჩემთვის ქართული იერუსალიმი, აქვს ოკუპირებული რუსეთს.

როდესაც საფრანგეთი ჰქონდა გერმანიას ოკუპირებული, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, კაბარეებში კარგად უნდა გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდა შემოვიდნენო… მე არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა.

ეს არის პირადი არჩევანი, მაგრამ ამას გამართლება არ აქვს. გული მისკდება, ახლა რომ ვუყურებ, გალში როგორ იწვის ჩვენი სახლები, გული გახეთქვაზე მაქვს” -აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ბაიდენმა მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო
შემდეგი სტატიანუცუბიძის პლატოზე 12 წლის ბავშვი 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა