ნუცუბიძის პლატოზე 12 წლის ბავშვი 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა
სხვა სტატიები
თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.