სააკაშვილი: აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 18, 2018 14:20

სააკაშვილი: აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ

აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ- სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”, თუ ესეც აღარაა მთლად მასე?

ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა დაახლ 150 ათასი კაცით, 2012-2018 წლებში შემცირდა 750 ათასი კაცით. 2012 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ვალი გაიზარდა 9 მილიარდი ლარით. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ეხლა 43%-ია. მოვალეთა რეესტრში შესული ვალაუვალი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 140 000 ადამიანით და დღეს დაახლ 250 ათასს შეადგენს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74.7 წლიდან(2012 წლის მონაცემი) შემცირდა 72.7 წლამდე(2017 წლის მონაცემი) . დაბადებულთა რაოდენობა 57031 ბავშვიდან (2012 წლის მონაცემი) შემცირდა 53 230მდე( 2017 წლის მონაცემი). ამ დროს ივანიშვილის ქონება საქართველოში გაიზარდა 2 მილიარდი ლარით, ბანკების მთლიანი აქტივები 12 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 30 მილიარდ ლარამდე, ანუ 18 მილიარდი ლარით; ხოლო ბანკების მოგება 136 მილიონი ლარიდა გაიზარდა 890 მილიონ ლარამდე, ანუ 754 მილიონი ლარით-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 18, 2018 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics