სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც 4 მარტს ქალიშვილთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური იარაღით მოწამლეს, საავადმყოფოდან გაწერეს – ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურები ავრცელებენ – 18 მაისს Reuters-ი წერს. “ფანტასტიური სიახლეა, სერგეი სკრიპალი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოს დატოვებს” – ნათქვამია სოლსბერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადრე გამოქვეყნდა, რომ სერგეი სკრიპალი გამოჯანმრთელებისკენ მიდის და მას დეტექტივები კითხავენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ
შემდეგი სტატიაყირიმის ხიდის აფეთქების ავტორმა დეტალი დააზუსტა