სააღდგომოდ, თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, “საქართველოს რკინიგზა“, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, დამატებით, ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას შპს “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

ჩქარი მატარებელი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღე იმოძრავებს.

მათივე ინფორმაციით, ინფორმაციით, მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე გავა, სენაკში კი, 14:37 საათზე იქნება; სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, თბილისში ჩასვლა 23:45 საათზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: IRI-ის კვლევები ჩვენს პარტიასთან მიმართებაში საინტერესო არ არის