კახა კალაძე: NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს.

როგორც კალაძემ IRI-ს კვლევაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ არა უშუალოდ ეს აღნიშნული ორგანიზაციები, არამედ ქართული კომპანიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

„რაც შეეხება NDI-სა და IRI-ს, ჩვენ ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები.

საფუძვლიან ეჭვს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძვლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის დაახლოებით 30-40%. ეს არის კატასტროფა. მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდლომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძეს ოზურგეთში ელოდებიან-მზადება ვიცე-პრემიერის დასახვედრად
შემდეგი სტატიასააღდგომოდ, თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება