რუსულმა ავიაკომპანიებმა სანქციების შედეგად 78 თვითმფრინავი დაკარგა

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა, ვიტალი საველიევმა ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების 78 თვითმფრინავი დაკარგა. სანქციების ამოქმედებისას რუსეთს 1 367 თვითმფრინავი ჰქონდა, მათგან 78 სხვა ქვეყნებშია გაჩერებული და ისინი რუსეთში აღარ დაბრუნდებიან.

14 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც რუსულ კომპანიებს ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავების რეგისტრაციის უფლებას აძლევს, გარდა ამისა, კანონით შესაძლებელი ხდება ამ თვითმფრინავებისთვის ფრენისთვის ვარგისიანობის რუსული სერტიფიკატების გაცემა. კანონის მიზანი რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მხარდაჭერაა. ტრანსპორტის მინისტრის ცნობით დღეისათვის, 22 მარტისთვის ავიაკომპანიების 1 300-ზე მეტი თვითმფრინავიდან, თითქმის 800 უკვე რუსეთის საავიაციო რეესტრშია დარეგისტრირებული.

მინისტრის განმარტებით, თვითმფრინავების შესასყიდად რუსეთი ცდილობს მოლაპარაკებას დასავლურ სალიზინგო კომპანიებთან, მაგრამ უშედეგოდ, რადგან დასავლეთი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს თუ არ დგახარ 100%-ით უკრაინის გვერდით, მაშინ ხარ პუტინის გვერდით -მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირი ყველაფერს იღონებს, რათა გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან – შოლცი