დღეს თუ არ დგახარ 100%-ით უკრაინის გვერდით, მაშინ ხარ პუტინის გვერდით -მარგველაშვილი

მარგველაშვილის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოში ჩატარებულმა აქციებმა სირცხვილი მოგვწმინდა.

„ჩვენ რეალურად ვართ რამდენიმე გასაჭირის წინაშე. პირველ რიგში, ეს არის უკრაინის ომის გასაჭირი სადაც გმირები იბრძვიან ევროპის უსაფრთხოებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. 24 თებერვლის მერე სამყარო გაიყო 2 „ფრად“ ბანაკად. ერთი ბანაკი არის – რუსეთი და რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მას მხარს უჭერს და მეორე ბანაკი არის ის ხალხი, რომლისთვის მიუღებელია სრულიად უდანაშაულო ადამიანის ამოხოცვა.

ერთი ბანაკი უჭერს მხარს თავისუფლებას და დემოკრატიას, მეორე, ქვეყნის სრულიად ჩაგვრას, დამონებას და განადგურებას. დღეს აღარ არის ნიუანსები დეტალები. ან ვდგავართ სიმართლის მხარეს ან ტოტალური არქაული ბოროტების მხარეს. შეიძლება ჩვენი ხელები არ არის სისხლში, მაგრამ ამ ბრძოლაში სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია თუ არ დავაფიქსირეთ, შენ იმათ გვერდით დგახარ, რომლებიც სისხლიან ხელებს მოგცხებენ.

შენთვის თუ მისაღებია უკრაინელი ბავშვების ხოცვის პარალელურად ხეირის ნახვა, შენთვის თუ მისაღებია რომ იქ არ გაუშვა ექიმები დასახმარებლად, მაშინ გასაგებია რომ მისაღებია პუტინი და „ადამიანების ამოწყვეტის მანქანა. დღეს თუ არ დგახარ 100%-ით უკრაინის გვერდით მაშინ შენ დგახარ პუტინის გვერდით“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკიევის ობოლონსკის რაიონის დაბომბვის შედეგად ორი შენობა დაიწვა, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიარუსულმა ავიაკომპანიებმა სანქციების შედეგად 78 თვითმფრინავი დაკარგა