რუსული სამყარო ნიშნავს: საკონცენტრაციო ბანაკებს, ეროვნული ნიშნით დევნას, ეს არის სამყარო, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა – პოდოლიაკი

„ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიბრძვით, არამედ ევროპაში თავისუფლებას და მსოფლიოს უსაფრთხოებას ვიცავთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„რუსული სამყარო ნიშნავს: საკონცენტრაციო ბანაკებს, ეროვნული ნიშნით დევნას და წამების 1001 მეთოდს. ეს არის სამყარო, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. უკრაინას არასოდეს სურდა ომი, მაგრამ დღეს ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიბრძვით, არამედ ჩვენ ევროპაში თავისუფლებას და მსოფლიოს უსაფრთხოებას ვიცავთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი.

banner
წინა სტატიაშიმიაჩნიათ, რომ გუშინდელი აქცია დაფინანსებული იყო ჩემი და მამუკას მიერ, ამიტომ, პირველი რაც იღონეს, სასწრაფოდ დავაყადაღოთ მათი კუთვნილი დივიდენდებიო – ჯაფარიძე
შემდეგი სტატია30 წლამდე კაცი, რომელიც გონიოში მდინარემ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს