პარტია „ლელოს“ ლიდერი და „თიბისი“ ბანკის აქციონერი ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობა ფიქრობს, რომ გუშინდელი აქცია მისი და მამუკა ხაზარაძის დაფინანსებულია, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამოქმედდნენ.
„ქართული ოცნების“ გაუკუღმართებული აზროვნებიდან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ გუშინდელი აქცია იყო დაფინანსებული ჩემი და მამუკას მიერ. ამიტომ, პირველი რაც იღონეს, ახლა სასწრაფოდ დავაყადაღოთ მათი კუთვნილი დივიდენდები. შემიძლია, ივანიშვილს ვუთხრა, რომ ჩემი დეკლარაცია არის საჯარო. შეუძლიათ, მთელი ქონების წართმევა მოინდომონ, პრობლემა არ არის, ამით ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ბრიტანელი სამართალს ეძებს არა ინგლისის სასამართლოში, არამედ ქართულ სასამართლოში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.