რუსული რაკეტები ოდესის ოლქში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოხვდა

ოდესის ოლქის საკურორტო სოფელ სერგიევკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერხიი ბრაჩუკის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა 12 წლის ბავშვი. მისივე ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ოკუპანტებმა დღეს გამთენიისას სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქის საკურორტო სოფელ სერგიივკაზე. განადგურებულია 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და რეკრეაციული ცენტრის შენობები.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა გამოძიება ომის დანაშაულისთვის აღძრეს. ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები დაესხნენ თავს, სამხედრო ობიექტები არ არის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტები მოხვდა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც მოლდოვას მთავრობას ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაიმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს – სამადაშვილი