იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს – სამადაშვილი

ფრაქცია ,„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალ ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილი იყო მიშელის დოკუმენტში, რომლის პირობებიც ხელისუფლებამ დაარღვია.

სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ დეპოლარიზაციის გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს წარადგინა, უაზრო თამაშია, რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა შეყვეს.

„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს“, – წერს ფრაქცია ,„ლელოს“ წევრი.

banner
წინა სტატიაშირუსული რაკეტები ოდესის ოლქში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოხვდა
შემდეგი სტატიაჩვენ ნებისმიერ პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით – მეგრელიშვილი 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზებაზე