რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პრეზიდენტს ინფორმაციას აწვდიან შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები.

banner
წინა სტატიაშიCBS News- 7 მარტს ამერიკის  ოფიციალურმა პირებმა რუს ჩინოვნიკებს პირადად უთხრეს რომ თავდასხმა მოახლოებული იყო
შემდეგი სტატიაპრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა