ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ – ხუხაშვილი ხვედელიძეს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს – “რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან”- ეუბნება ხუხაშვილი ხვედელიძეს.

ექსპერტი წერს, რომ კარგი იქნებოდა, მას ვრცელ წერილში იმ ძალადობაზეც ესაუბრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეშილი “კაცები” რუსთაველზე ჩადიან.

პოლიტოლოგი ხვედელიძეს გინების კამპანიასაც ახსენებს და იმ სასტიკ ცემას, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე დღეა უყურებს.

“ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ…

ამიტომ გეტყვი – ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.

ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.

კარგი იქნებოდა, რომ ამ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან… მომავლის საქართველო დგას…”- დაწერა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიღბიანი ჯგუფი – გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის “განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება – დაკავებული აქტივისტი
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს