საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

73 მომხრე – 0 წინააღმდეგი – “ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტად წოდებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენითაც მიიღო. კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის ინიცირებისა და დემოკრატიაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ივანიშვილი ახლა ყველაზე ახლოსაა სანქციებთან, შესაბამისად ის უკვე ამზადებს საქართველოს თავის ფულის გადასამალად. დამატებით შეშფოთებას იწვევს ის გარემოებაც, რომ ეს ცვლილება საქართველოში სხვა ოლიგარქების შავ ფულსაც გაუხსნის გზას. ქართულო ოცნება კი ამტკიცებს, რომ ცვლილების მიზანი მხოლოდ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებაა.

კანონპროექტი მესამე მოსმენაზეც დღეს გადის.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია, რატომ ჰყავთ ირაკლი დღემდე ირაკლი წინასწარი დაკავების იზოლატორში – ადვოკატი-
შემდეგი სტატიაგორში დღეს აქცია გაიმართება