ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან – სააკაშვილი

“ხარებას” და კუპატაძის შურისძიება!” – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

სააკაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილი და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამბედავი და შეუპოვრები არიან.

„ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიველოდები შენს “ვაჟკაცურ” ნაბიჯს,ჩამოდი და ერთად დავასრულოთ ჩვენი შვილების ტანჯვა წამება – ზაზა სარალიძე მდინარაძეს
შემდეგი სტატიათბილისის აფთიაქებში მომხმარებლები ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღებას უფასოდ შეძლებენ – PSP