“მამუკა მდინარაძე!!!!!! ველოდები შენს “ვაჟკაცურ” ნაბიჯს, ჩამოდი და ერთად დავასრულოთ ჩვენი შვილების ტანჯვა წამება რაც ამ დღეებში ხდება მათ წინააღმდეგ,” – ამ სიტყვებით მიმართავს ზაზა სარალიძე მამუკა მდინარაძეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ისევ შეხვედრისკენ მოუწოდებს.
მამუკა მდინარაძე!!!!!!
ველოდები შენს “ვაჟკაცურ” ნაბიჯს,ჩამოდი და ერთად დავასრულოთ ჩვენი შვილების ტანჯვა წამება რაც ამ დღეებში ხდება მათ წინააღმდეგ.
პ.ს. შენ შენებურად შენს იდეას დაუდექი გვერდით,მე კი ჩემს იდეას.
შენ გჯერა რომ შენი იდეა მისცემს მომავალ თაობას წინსვლის საშუალებას,მე კი რაც მჯერა იმას ვაკეთებ.
მოდი მოდი მოდიიი” – წერს სარალიძე.