რუსული დიპლომატია საერთაშორისო ნარკობიზნესში – დადასტურებულია!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 1, 2018 22:57

რუსული დიპლომატია საერთაშორისო ნარკობიზნესში – დადასტურებულია!

რამდენიმე დღის უკან გახმაურებული საერთაშორისო ნარკო-სკანდალი, რომელშიც რუსული დიპლომატია გაეხვა, ამჟამად რუსეთში გავრცელებული ცნობებით კიდევ უფრო სკანდალური გახდა.
როგორც რუსული მედია აცხადებს, რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ არგენტინელი სამართალდამცავების მიერ, რუსული სამთავრობო თვითმფრინავის ბარგიდან ამოღებული 400 კილოგრამი კოკაინი, მართლაც რუსეთში შემოსატანად და რუსეთიდან ევროპაში გასაყიდად იყო განკუთვნილი.


,,როსბალტის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამართალდამცავები მუშაობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივი სქემა, ლათინურ ამერიკაში ნარკოტიკების შეძენას, ამ ქვეყნების რუსეთის საკონსულოებში მათ შენახვას და დიპლომატიური სპეც-რეისებით, რუსეთში ტრანსპორტირებას ისახავდა მიზნად. ხოლო რუსეთში მოხვედრილი ნარკოტიკები, ამ ქვეყნიდან, ასევე დიპლომატიური ტრანსპორტით (სპეც-რეისებით) ევროპაში უნდა მოხვედრილიყო გასაყიდად.
რუსი სამართალდამცავები ეძებენ დანაშაულებრივი სქემის ავტორს, ვინმე ანდრეი კოვალჩუკს, რომელიც ნარკოტიკების შესაძენად თავად უკავშირდებოდა ლათინო-ამერიკელ ნარკობარონებს და რომელმაც, არგენტინაში აღმოჩენილი კოკაინიც, თავად ჩაბარა შესანახად რუსეთის საკონსულოს სამეურნეო სამსახურის უფროსს – ალი აბიანოვს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ძებნილი კოვალჩუკი რუსეთის ოფიციალური პირი არაა და დანამდვილებით არც არავინ იცის, არის თუ არა ის ამ სქემის სათავეში, თავად სქემა, დიპლომატიური კორპუსის, საკონსულოებისა და სპეც-ტრანსპორტის ჩართულობა ამ სქემაში, უკვე დადასტურებაა რუსეთის ხელისუფლების მაღალი ეშელონების ჩართულობისა საერთაშორისო ნარკობიზნესში, რასაც რუსეთი უკვე ვეღარ მალავს.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 1, 2018 22:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics