ეგვიპტური მუმიების კანზე უძველესი ტატუირება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა 5 ათასი წლის მუმიებზე ტატუირება აღმოაჩინეს. მამაკაცის ხელის ზედა ნაწილში გამოსახულია გარეული ხარი და ბატკანი. ქალის ხელის ნაწილზე, მაღლა გამოხატულია ორნამენტი, რომელიც ლათინურ S-ს გავს. მანამდე, ყველაზე ძველად 4 ათასი წლის წინანდელი ტატუირება ითვლებოდა – ამის შესახებ დეტალები Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა, წერს “ბიბისი”.
დანიელ ანტუანი, ბრიტანეთის მუზეუმის ანთროპოლოგიის განყოფილების კურატორი ამბობს, რომ ამ აღმოჩენამ სრულიად შეცვალა იმაზე წარმოდგენა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები იმ ეპოქაში. მამაკაცის მუმია 100 წლის წინ აღმოაჩინეს. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ მამაკაცი ზურგში დანის დარტყმით გარდაიცვალა 18-დან 21 წლის ასაკში.
ქალის ხელზე ოთხი S-ია აღბეჭდილი, რომელიც სავარაუდოდ, რიტუალების შესასრულებლად საჭირო კვერთხს გავს.

banner
წინა სტატიაშირუსული დიპლომატია საერთაშორისო ნარკობიზნესში – დადასტურებულია!
შემდეგი სტატიადაკავებულ მუსლიმებს ხიჯაბის მოხსნის შემდეგ კომპენსაცია გადაუხადეს