“რუსულ საქმეზე” ტრამპის ექს-მრჩეველი დააპატიმრეს

პარასკევს, 25 იანვარს დონალდ ტრამპის მრავალწლიანი ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააპატიმრეს. სპეცპროკურორის რობერტ მიულერის ოფისის ინფორმაციით, რომელიც რუსეთის ამერიკულ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს, სტოუნს ბრალი კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, მოწმეთა ზეწოლასა და ცრუ ჩვენებების მიცემაში ედება. დაკავებიდან რამდენიმე საათში ის 250 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს – “დოიჩე ველე” წერს.
იანვრის დასაწყისში აშშ-ს ფედერალურმა სამხარეო სასამართლომ ვაშინგტონში, რუსეთის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ გამოძიება, რომელიც უკვე 18 თვეა მიდის, ექვსი თვით გაახანგრძლივა.

banner
წინა სტატიაშინატო-რუსეთის შეხვედრაზე მათი დაახლოვება არ გამოვიდა
შემდეგი სტატიაიტალიის ელჩი – ანაკლიის პორტი შეუცვლელია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის