იტალიის ელჩი – ანაკლიის პორტი შეუცვლელია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის

საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეფასებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით საქართველო ძალიან საინტერესოა.

ელჩმა bm.ge-თან იმ სექტორებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი აზრით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, იტალია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

“საქართველო ძალიან საინტერესოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან საინვესტიციო კუთხით წარმოდგენილია მართლაც უპრეცენდენტო და სანაქებო პროექტები – დაწყებული გზებით, დამთავრებული ანაკლიის პორტით. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.

მისივე შეფასებით, საინტერესოა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის უნიკალური საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია და ფისკალური ბერკეტის ქონა ყოველთვის ეფექტურია ქვეყნისთვის, თუმცა ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი.

“უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესოა, ხელმისაწვდომი სამუშაო ძალის არსებობა ქვეყანაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი მეწარმეებისთვის მაინც სტაბილურობის განცდა, ბაზრის ზომა და მისი განჭვრეტადობაა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და საინტერესო და პოტენციური სექტორები გამოიკვეთოს“, – აღნიშნა ბარტოლიმ.

banner
წინა სტატიაში“რუსულ საქმეზე” ტრამპის ექს-მრჩეველი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიატერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია – რა საფრთხეებზეა გამახვილებული ყურადღება ახალ დოკუმენტში