რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა – “ევროპული საქართველო” პარლამენტს საკანომდებლო პაკეტს წარუდგენს

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ე.წ. რუსული რბილი ძალა ძლიერდება და აუცილებელია კონტრზომების მიღება. უმცირესობის წარმომადგენლები აპირებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს წარუდგინონ საკანომდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას აღკვეთს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსული მედიასაშუალებებისა და მოსკოვიდან დაფინანსებული არასამთავრობოების ძალისხმევით, საზოგადოების ნაწილი კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა.

„საქართველოში, სამწუხაროდ, გაიზარდა პრორუსული განწყობების მქონე მოსახლეობის რაოდენობა. ეს აქტივობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაადასტურა ასევე უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გამოცემულ ანგარიშში პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის საფრთხე საქართველოს წინაშე არსებობს. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებთ და იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა უმრავლესობას და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო კანონმდებლობის გზით რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წავიდეს, ანუ შეებრძოლოს რუსულ პროპაგანდას,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“„ვფიქრობთ რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები”- გია ვოლსკი
შემდეგი სტატიამაია ბითაძე : სამგორის გამგებლმა საკუთარი რესურსი ამოწურა