“„ვფიქრობთ რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები”- გია ვოლსკი

ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი გუნდის ერთი ნაწილი უკვე საუბრობს იმ გეგმებზე, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს. გია ვოლსკი ამბობს, რომ თამაშის წესები უნდა შეიცვალოს და ამას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„ვფიქრობთ რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები, რომლებსაც უნდა ყველა მიყვებოდეს იმიტომ , რომ მონაპოვარი საკმაოდ დიდია, ქვეყანა საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება უმარავი პრობლემის მიუხედავად და მე არამგონია რომ რამდენიმე განცხადებამ და რამდენიმე ასეთმა შემთხვევამ სუბიექტურმა თუ ობიექტურმა ხელი უნდა შეუშალოს ამას,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს. სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გაირკვევა რით დასრულდება კრიზისი, რომელიც მმართველ გუნდშია.

banner
წინა სტატიაში“არავის არ უნდა ეგონოს, რომ “ქართული ოცნება”ვინმეს კერძო საკუთრებაა… სიას ვერავინ ვერ შეადგენს რა”-დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიარუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა – “ევროპული საქართველო” პარლამენტს საკანომდებლო პაკეტს წარუდგენს