რუსუდან შარაძე: ქალბატონო სალომე  გაიქეცით, გაიქეცით, სანამ დროა

ბატონმა ბიძინამ არაფერი იცოდა, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა გარემოცვა. არ ჰქონდა ინტერნეტი, უბეჭდავდნენ გაზეთების სპეციალურ ნომერებს. ზოგიერთი, მაგალითად, წინა პრემიერი და ვიცეპრემიერი, ისე გათავხედნენ, მის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობნენ. თუმცა, ბატონი ბიძინა გუმანით მიხვდა, რომ ზაზა ოქუაშვილს მათზე მტკიცებულებები ჰქონდა და ამიტომ, დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, დასცა მეხი იქაურობას და შემარცვენელი, კორუმპირებული კვირიკა და ქუმსიკა მოისროლა სახლში. ასე გაწმინდა პარტია და აღმასრულებელი ხელსუფლება მოღალეტე ჩინოვნიკებისგან.

დაახლოებით, იგივე მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც – სოსო გოგაშვილმა ხელში აიღო მთელი ქვეყანა, მის გარეშე, დამლაგებელსაც ვერ დანიშნავდით. სამეგრელოს რეგიონისა და მთლიანად, საქართველოს შავი და თეთრი ბიზნესი ჩაიჯიბა, ხელი აფარა ბევრ დანაშაულს და პირველ რიგში, მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელებს!
ბატონო სოსოც სასტიკად დაისაჯა – გათავისუფლდა თანამდებობიდან. მასთან ერთად, შავი დღე დაუდგათ მეგრელ, მაფიოზ ჩინოვნიკებს – გუბერნატორს, მერს, ვიცე-მერს…
ასე გაწკირიალდა სუსი და სამეგრელოს ხელისუფლებაც.

ახლა, ველოდები ვინმე მოღალატე უჩას რას უზამენ, რომელიც ყველგან და ყველა საქმეში ფიგურირებს – დაწყებული მამაჩემის მკვლელების ხელისდაფარებიდან, ვიდრე ,,ომეგასა“ და ,,იბერიას“ გაგლეჯვა-დაგლეჯვამდე.

მოკლედ, იცით, ამათ რა უნდათ? უცოცხოდ, ტყვიიის გარეშე, მიიღონ ის შედეგი, რაც სააკაშვილს ჰქონდა – რკინის მარწყუხებში, ყველა და ყველაფერი! ის თუ შუქურა იყო, დღეს არის გასაოცარი დემოკრატია. თან მართლა არ თუ ვერ შეუძლიათ კაცების გაუპატიურება. გაგებაც არ უნდათ, რომ ცოცხი და ტყვია – ეს ორი უმთავრესი იარაღი თუ გიპყრია ხელთ, ქართველებში, სააკაშვილის შედეგს ვერ მიიღებ.

ასე რომ, გადაწყვიტეთ, რა გინდათ – ან მართლა დემოკრატია, ან მუუჭირეთ რაც შეგიძლიათ, მაგრად მუუჭირეთ!

ჰო, კინაღამ დამავიწყდა – კობა დავითაშვილის იმედად დარჩენილი საქართველო, ,,ოცნება“ და ახალი სექტა-ისტები – კობაისტები!

ყველაფრის ფონზე, ალტერნატივა – ცოცხებით შეიარაღებული ბოკერია!

ნუ მიშა რომ დამთავრებულია, მაია ორჯონიკიძის გარდა, ყველამ იცის.

აღარაფერს ვამბობ გაბურძგნულ, თავიდან ბოლომდე ოქროში ჩასმულ, ღიპიან და კაბიან ტიპებზე, ზოგი ჯიბიდან რომ ისვრის და ზოგიც – მიშას ჯიპიდან!

მრევლი? სექტა? მიმდინარეობა? ტალახი-წყევლა-კრულვა-გინება-ჯანდაბა და ოხრობა? – რამდენიც გინდა!

ქალბატონო სალომე  გაიქეცით, გაიქეცით, სანამ დროა -წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირადულ საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SOS მოწამლული ჰაერი“ იმართება