რუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა საათნახევრის წინ მოხდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო დარღვევები გაიზარდა და დამძიმდა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს ამოსვლა ერთ საათში იქნება შესაძლებელი