გიორგი კვირიკაშვილი: რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს ამოსვლა ერთ საათში იქნება შესაძლებელი

ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ თვითმფრინავი მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ბილიკმა პირველად მიიღო.

„ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, ეს აეროდრომი აშენდა უპრეცედენტოდ მოკლე დროში. ერთი თვის წინ მე ვიყავი აქ ამოსული და მაშინ აქ იყო ტრიალი მინდორი. ამოვედი კომპანია „ლაუნდშტაინში“ მოვინახულე ფერმერები და დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის. უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა და რა თქმა უნდა, დედაქალაქში ჩასვლა ნებისმიერ დროს. ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სრულაიდ ახალი ეტაპი იწყება ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის , აქ იქნება ძალიან ბევრი ტურისტი.

„სულ ცოტა ხანში განვითარდება ინფრასტრუქტურა, განვითარდება ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროები და რა თქმა უნდა, განვითარდება ზამთრის კურორტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე არ იყო ეს შესაძლებელი, ეს აეროდრომი ამას ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მეც თქვენთან ერთად ისე მიხარია, მართლა მიჭირს საუბარი. წლის ბოლომდე ჩვენ, როგორც ვთქვით, აქ დასრულდება ტერმინალის მშენებლობა და ეს იქნება აბსოლუტურად გამართული საერთაშორისო სტანდარტის სამთო აეროდრომი. ეს არის ჯერ პირველი ნაბიჯი, შემდგომში ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით. შოვი, უწერა, რა თქმა უნდა გზა აუცილებლად აშენდება და მარტო აეროპორტი არ ეყოფა რეგიონის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში სასწრაფო დახმარების მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე დაკითხვაზეა დაბარებული