რუსთავში სამი ადამიანი დაჭრეს

რუსთავში, ​სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრეს. სამივეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ერთ მამაკაცს ჭრილობა მუცლის, ორს კი ფეხის არეში აქვს მიყენებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აზერბაიჯანელთა სასაფლაოზე მოხდა, სადაც უცნობი პირები უკვე რამდენიმე დღეა, ნარკოტიკს ყიდიან.  თვითმხილველთა  განცხადებით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც გაჩიანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უცხო პირებს სასაფლაოზე წამლის გაყიდვა აუკრძალეს.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასი კიდევ დაეცა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია სავსებით კანონიკურია