რუსთავში, 16 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

რუსთავში, 16 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

შემთხვევა რუსთავის მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსში გვიან ღამით მოხდა.

გოგონა მრავლობით დაზიანებებით კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. კორპუსის სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარეობს გამოძიება.

„პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ პოლიტრავმით, თუმცა ტრავმის მიზეზი უცნობია. მძიმე მდგომაროება იყო შემოყვანისთანავე. იყო ტრავმული შოკი. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, რეანიმაციული მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე. ოპერაციული მკურნალობა იგეგმება, თუმცა პაციენტის სტაბილიზაციის შემდეგ,“-განაცხადა რუსთავის კლინიკის მორიგე ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირესტორან “ხინკლის სახლში” ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლები კახი კალაძის შეხვედრას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებსს აანონსებენ