რესტორან “ხინკლის სახლში” ხანძარი გაჩნდა

თბილისში რუსთაველის გამზირზე, რესტორან “ხინკლის სახლში” ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით რესტორნის სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 20 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიფინეთის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ
შემდეგი სტატიარუსთავში, 16 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა